Sotkon ბათუმი

Sotkon Waste Systems — ევროპული მწარმოებელი მიწისქვეშა ნარჩენების კონტეინერებისა. სათაო ოფისი პორტუში, ქარხანა ენტრონკამენტუში (პორტუგალია). 1995 წლიდან სისტემები დამონტაჟებულია 23 ქვეყანაში — საფრანგეთიდან საბერძნეთამდე, თბილისის ჩათვლით.

30+წელი მიწისქვეშა სისტემებში
~40 000დამონტაჟებული სისტემა
23ქვეყანა — ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი…
Sotkon

Koncept 3 მ³

მიწისქვეშა ნარჩენების შეგროვების სისტემა

Sotkon Koncept სისტემის ნაწილები
1მიმღები სვეტიუჟანგავი ფოლადი
არ ჟანგდება
2საფეხმავლო პლატფორმაზედაპირი გარემოს მიხედვით
მაღალი გამძლეობა
3კონტეინერიმსუბუქი
ჰერმეტული
4დამცავი პლატფორმაიცავს ჩავარდნისგან
არ ჟანგდება
5ბუნკერი100% წყალგაუმტარი
30+ წელი

3 მ³ მოცულობა

Sotkon 3 მ³ კონტეინერი
=
ოთხი Sotkon სისტემა თბილისში
=
სისტემა

ხუთი ნაწილი, რომელიც მიწის ქვეშ მუშაობს

გადაახვიეთ ქვემოთ — თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე გამოჩნდება.

1

მიმღები სვეტი

Ikon 600, პედლით

დამზადებულია AISI 316 უჟანგავი ფოლადისგან — არ ჟანგდება ზღვის მარილიან ჰაერზეც. სვეტი მსუბუქია, ჰერმეტული და ჰიგიენური; 600 მმ ხვრელი ფეხის პედლით იღება, ხელით შეხების გარეშე. დიზაინი ქალაქის ავეჯის ნაწილად აღიქმება — ფერი, ლოგო და ფრაქციის აღნიშვნა ქალაქის მიხედვით ერგება.

2

საფეხმავლო პლატფორმა

ჰერმეტული, ადამიანი დადის

ფოლადის ფილა, სპეციალურად დამუშავებული კოროზიის წინააღმდეგ. ზედაპირი ერგება გარემოს — ქვაფენილი, ბუნებრივი ქვა თუ ფისოვანი საფარი — ამიტომ ტროტუარის გაგრძელებად აღიქმება და მასზე ადამიანი თავისუფლად დადის. იღება ორი გაზის ამორტიზატორით, ერთი ადამიანის ძალისხმევით; სურვილისამებრ — 24V ელექტრო ამძრავით. არც სუნი გამოდის, არც წყალი შედის.

3

კონტეინერი 3 მ³

დახურული ძირით

პოლიეთილენის კონტეინერი მსუბუქია, მაგრამ განსაკუთრებით მაგარი. დახურული ძირით — ნარჩენები და სითხე კონტეინერშივე რჩება, ბუნკერში არაფერი ჩადის. ნარჩენებს ლითონის არც ერთი ნაწილი არ ეხება, ამიტომ არაფერი ჟანგდება. იცლება უკანა ჩატვირთვის მანქანით, მსუბუქი ამწით; ჩამკიდი სისტემა არსებულ ამწეებს ერგება. სერიაში 450 ლიტრიდან 5 მ³-მდე მოცულობებია.

4

დამცავი პლატფორმა

EN 13071-2, 500 კგ

როცა კონტეინერი დასაცლელად ამოდის, ფოლადის პლატფორმა ავტომატურად იხურება და ბუნკერის ღია ხვრელს მთლიანად ფარავს — ვერც ადამიანი და ვერც საგანი ვერ ჩავარდება. კონტეინერის უკან ჩადგმისას მისი ძირი ორივე პედალს ერთდროულად ეხება და პლატფორმა თავის ადგილს უბრუნდება. სერტიფიცირებულია EN 13071-2 სტანდარტით, უძლებს 500 კგ-მდე დატვირთვას.

5

ბეტონის ბუნკერი

წყალგაუმტარი, 30+ წელი

ქარხნულად ჩამოსხმული მონოლითური ბუნკერი — წყალგაუმტარი ორივე მიმართულებით: არც გრუნტის წყალი შედის, არც ნარჩენების სითხე გარეთ გადის და ნიადაგს არ აბინძურებს. ბეტონი ლაბორატორიულად მოწმდება (EN 12390-3). მონტაჟი მარტივია: ორმო, ბეტონის ბალიში, ბუნკერი — და სისტემა მზადაა, ცალკე ან ჯგუფად. სიცოცხლის ხანგრძლივობა 30 წელზე მეტია.

თბილისი

ჭავჭავაძის გამზირი 2024

ვიდეო: GT Group, თბილისი.

მონტაჟი

მონტაჟი — ეტაპები

ქვაბულიდან მზა სისტემამდე — ექვსი ნაბიჯი. მიწის სამუშაოები — შემსყიდველის, დანარჩენი — GT Group-ის.

ქვაბული — 2100 × 2100 × 2200 მმ (მიწის სამუშაოები: შემსყიდველი)
ფსკერი — 0–40 ფრაქციის ღორღი, ≥ 30 სმ, ვიბროსატკეპნით დატკეპნილი
ბეტონის ფილა — არმირებული B25, სისქე 20 სმ, ბადე A500 / B500
ბუნკერების ჩადგმა — ფილის გაშრობის შემდეგ; გარშემო ღორღით შევსება და ტკეპნა
ბორდიური და წყალარინება — ბორდიური 20 სმ (B25), სანიაღვრე მილები ≥ Ø50 მმ, გარე დრენაჟი ბუნკერის დასაცავად
დასრულება — მექანიზმების შეპოხვა, სვეტების მონტაჟი, ტროტუარისა და ბორდიურის აღდგენა

ლოკაციის მიხედვით: ღორღის ფენა შეიძლება გაიზარდოს; საჭიროებისას — დამატებითი არმირებული ბეტონი ან Ø100 მმ სანიაღვრე მილი მთელ სიგრძეზე.

ქვაბული და ბეტონის ფილა
არმატურის ბადე
ბეტონის ჩასხმა
მზა ფილა
ბუნკერები, ღორღი, დრენაჟი
მზა პლატფორმები

ეს ყველაფერი — წყალგაუმტარ ბეტონის ბუნკერთან და გარშემო მოწყობილ დრენაჟთან ერთად — უზრუნველყოფს, რომ სისტემაში წყალი არ მოხვდება.

მოვლა

მექანიკურია — გასაფუჭებელი ბევრი არაფერია

არც ჰიდრავლიკა, არც კომპრესორი, არც ელექტროობა. ძირითადი მოვლა ორი რამაა: რეცხვა და შეზეთვა.

სვეტის რეცხვა წყლის ნაკადით

რეცხვა

სვეტი და პლატფორმა — წყლის ნაკადით. ბუნკერში წყალი არ უნდა ჩავიდეს.

სახურავის მექანიზმის შეზეთვა

შეზეთვა

6 თვეში ერთხელ — სახურავის გაზის ამორტიზატორები და საკეტი.

2 წლიანი გარანტია · სერვისი და სათადარიგო ნაწილები — GT Group, საქართველო

Sotkon
მონტაჟი
1

მონტაჟი

ქვაბული, ბეტონის ფილა, ქარხნული ბუნკერი — სისტემა მზადაა.

გამოყენება
2

გამოყენება

პედალი, ხუფი, ნარჩენი — ხელით შეხების გარეშე.

გატანა
3

გატანა

არსებული მანქანა, მსუბუქი ამწე, ერთი ოპერატორი.

მოვლა
4

მოვლა

რეცხვა და შეზეთვა — სულ ეს არის.